ნერგების დარგვა სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე.

ჭიათურის #1, #2, #4 და #5 საჯარო სკოლის ეკოკლუბებმა ასოციაცია ჭიათურელთა კავშირთან და ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოსთან თანამშრომლობით GEF-ის მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე დარგეს 1000-მდე ნერგი. ნერგების დარგვის აქცია რამდენიმე ეტაპად იყოფოდა. 

ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე რეკულტივაციის სამუშაოები ორჯერ ჩატარდა. აქტივობამდე მოსწავლეებ იმყოფებოდნენ დეგრადირებული მიწის შესამოწმებლად. მათ ნარჩენებისაგან გაასუფთავეს ის და იზრუნეს მის შემოღბვაზე. ეკო კლუბის წევრებმა საკუთარი ხელით შემოსაზღვრეს აღნიშნული ტერიტორია. 

მოსწავლეებს ასევე დაეხმარნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ სპეციალური ტექნიკა გამოყვეს აღნიშნული ტერიტორიის მოსამზადებლად, ხოლო ნერგების დარგვის დროს უშუალოდ დაეხმარნენ მოსწავლეებს. ნერგების დარგვის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი მოსახლეებიც. აქტივობას აშუქებდა ადგილობრივი ტელევიზია "იმერვიზია".