მარნეულის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეთნიკური აზერბაიჯენელებით დასახლებულ სოფელ კასუმლოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელება იყო.
მოსწავლეთა მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად მარადისის და კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთობლივად განახორციელებენ ხუთ დასუფთავების აქციას. ორი დასუფთავების აქცია სოფელ კასუმლოში და სამი დასუფთავების აქცია მარადისში შულავერის გზატკეცილის გასწვრივ მოეწყობა.
სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს, აგრეთვე მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე. მარადისის სკოლის მოსწავლეები კასუმლოელებთან ერთად გაივლიან ტურისტულ მარშრუტს მცხეთა-თბილისში.