საჩხერის სოფელ მახათაურის სკოლაში ტოლერანტობის კულტურაზე იმსჯელეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის სკოლაში  გაიმართა  სემინარი  თემაზე  "  ტოლერანტული  კულტურის  განვითარება ",  რომელსაც  ესწრებოდნენ  მოსწავლეთა  მშობლებიც.  აქტივობა  მიზნად  ისახავდა  ტოლერანტობის  მნიშვნელობის  შესახებ  ცოდნის   მიღებას, უნარის  შეძენას - ამოეცნოთ  ტოლერანტული  საქციელი  და  ცრუ  შეხედულებები. კრიტიკული  აზროვნების  განვითარებისათვის საჭიროა  გამოიმუშავო  დამოუკიდებელი  მსჯელობის  და  ეთიკური  დასაბუთების  უნარი.

გაიმართა  დისკუსია.  მოსწავლეებმა  განიხილეს  სხვადასხვა  კერძო  შემთხვევა,  დაახასიათეს  ტოლერანტი  და  არატოლერანტი  პიროვნებების  მახასიათებლები. შედეგად  მოსწავლეები  შეთანხმდნენ: დაიცვან  თავიანთი  უფლებები  ისე,  რომ  არ  შელახონ  სხვისი  უფლებები. სხვის  სასარგებლოდ  არ  თქვან  უარი  საკუთარ  შეხედულებაზე.

მოსწავლეების  ინიციატივით  დაიგეგმა  ფილმის  ჩვენება  "სტიგმა"  უფრო  დიდი  აუდიტორიისთვის, სადაც კვლავაც  მიიწვევენ  მშობლებს.