ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე თბილისის "ქართული სასწავლებელს" ჩეხეთის რესპუბლიკის კონსული – ოლგა ჰორაკოვა ესტუმრა.
სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეხვედრას მდგრადი განვითარების კლუბის წევრებიც დაესწრნენ. სწორედ მათი ინიციატივით შეხვედრაზე განხილვის ერთ–ერთი თემას მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენდა. მათ სტუმრებს გააცნეს საკუთარი საქმიანობა "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019 "-ის ფარგლებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლეებმა კონსულს დაუსვეს კითხვები საელჩოს მიერ ჩატარებული იმ პროექტების შესახებ , რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას უწყობს ხელს.
კონსულმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ჩეხეთის სახელმწიფოს ფდაფინანსებით მიმდინაარეობს საქართველოში : სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტები, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა თემის გაძლიერებასა და მხარდაჭერას ემსახურებოდა.
საუბრისას ისიც შევიტყვეთ, რომ სხვადასხვა მაღალმთლიან რეგიონში რამდენიმე მცირე საავადმყოფოს მშენებლობის სპონსორი ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა ყოფილა. და რომ წლევანდელი მათი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მესამე მიზანი ჯნმრთელობა და კეთილდღეობაა.
კონსულმა აღნიშნა რომ ნებისმიერ დროს ყველაზე პრიორიტეტული განათლებაა და სკოლაში მისი ვიზიტის მთავარი თემაც სწორედ ეს იყო. ქალბატონმა ოლგა ჰორაკოვამ დაათვალიერა ჩვენი სკოლა, მოსწავლეებს გააცნო ჩეხეთში სწავლის გაგრძელების საშუალებები და სტიპენდიები. მან აღნიშნა, რომ გაცვლითიპროგრამები ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და განათლების ამაღლებას.