მუხურის თემის სკოლის ეკოკლუბი სტუმრად ზუგდიდის ეკოჰაბში

მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეგრისი“ -ს წევრები ეწვივნენ ზუგდიდის ეკოჰაბს. მასპინძელმა, ორგანიცია CENN-ის კოორდინატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში მაია კოდუამ მათ გააცნო „ეკო ჰაბის“ ანუ მწვანე სივრცის დანიშნულება. ესაუბრა გარემოს დაცვის სხვადასხვა თემებზე   

კლუბის წევრები განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებით. კოორდინატორმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებული ვებგვერდის მოხმარების საკითხს, კვლევის ანგარიშის მომზადებას და მის სწორ ატვირთვას, ამასთან მისცა მიმართულება, გაეკეთებინათ პრეზენტაცია, თუ რა უნდა იცოდნენ შეშის მოპოვება დამზადება და გამოყენებასთან დაკავშირებით. ყურადღება გაამახვილებინა მოსწავლეებს ბიომასის ბრიკეტის ანუ შეშის საუკეთესო ალტერნატივის შესახებ. საინტერესო იყო კომპოსტის შესახებ ინფორმაცია. 

კლუბის წევრებს აინტერესებდათ კამპანია “არ მოჭრა მორთე“-ს ფარგლებში, თუ რა ღონისძიების დაგეგმვა შეიძლებოდა კონკურსის ფარგლებში.     

ყურადღება გამახვილდა კლუბის მედიასთან ურთიერთობის საკითხზე, თუ როგორ შეეძლოთ თავიანთი გაწეული მუშაობისთვის გაეწიათ პოპულარიზაცია.

მაია კოდუამ კლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა კონკურსთან დაკავშირებული აქტივობებისთვის გამოსაყენებელი გზამკვლევი, აქტივობებისათვის  გამოსაყენებელი  სხვადასხვა  სახის  ლიტერატურა  და  პლაკატები.