გარემოსდაცვითი კონფერენცია მესტიის სოფელ ფარის სკოლაში

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბ “GREEN SPACE-ის“ ორგანიზებით, 15 დეკემბერს გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე: “მდგრადი განვითარების მიზნები ძლიერი გამოწვევა და დიდი შესაძლებლობა“.

კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და სკოლის ეკოკლუბების საქმიანობის წარმოაჩენა, სკოლებს შორის აქტიური თანამშრომლობის კულტურის გაძლიერება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოქმედი ეკოკლუბები, რომელებიც შეიქმნენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში და წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებენ გარემოსდაცვით აქტივობებს, მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საკუთარ თემში მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვას. ახალგაზრდა გარემოსდამცველები საკუთარი საქმიანობით ცვლიან არსებულს უკეთესობისკენ, ხდებიან თემში როლური მოდელები და ნოვატორები.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიის #3, ლახამულის, მულახის, იელის და ფარის საჯარო სკოლები. ასევე ონლაინ ჩაერთო ფარის ეკო კლუბის პარტნიორი, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი ,,ECO-R"

ეკოკლუბმა  შეძლო პარტნიორების მოძიება და კონფერენციის მხარდამჭერები გახდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია "სვანეთი ჰიდრო", გარემოსდაცვითი განათლების საინფორმაციო ცენტრი და მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი.

კონფერენციის მხარდამჭერებმა გამოავლინეს თავიანთი რჩეული გუნდი..