"მწვანე სკოლის" კამპანიაში ქობულეთის N6 სკოლა ჩაერთო

გაეროს მდგრადი განვითარების N12 მიზნის - გონივრული მოხმარება და წარმოება შესაბამისად ქობულეთის #6 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები ჩაერთვნენ "მწვანე სკოლის" კამპანიაში.

CENN-ის  მიერ გადაცემულ მწვანე ურნაში ბავშვები სიმბოლურად ათავსებენ ქაღალდის ნარჩენებს, რომლის შეგროვების პროცესი დღესაც გრძელდება.

ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ბავშვებს მიაწოდა ინფორმაცია ქაღალდის წარმოების შესახებ, რომ მათ მიერ შეგროვებული მეორადი ქაღალდის ნარჩენები ნიშნავს რამდენიმე ხის გადარჩენას. გარდა ამისა ბავშვებმა დაამზადეს სპეციალური ყუთი, სადაც ხდება პლასმასისა და ცელოფნის შეგროვება.