21 ნოემბერს ხარაგაულში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტ "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში" ჩართულ ხარაგაულის სკოლების წარმომადგენლებსა და პროექტის იმერეთის კოორდინატორ, მაია კეზევაძეს შორის.
სოფელ ბორის საჯარო სკოლიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გუნდ "ბუნების მცველების" ლიდერები, გიგა ბერაძე და ზურა ავალიშვილი.
მაია კეზევაძემ ისაუბრა პროექტის, მისი ეტაპების, აქტივობების შესახებ, მოსწავლეებს გააცნო ყველა ის სიკეთე და პერსპექტივა, რაც შეიძლება პროექტიდან მიიღონ ჩართულმა მოსწავლეებმა. საუბარი შეეხო ასევე სამომავლო გეგმებს, რაც განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც პირველად მონაწილეობენ ამ პროექტში. მოსწავლეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები და ლიტერატურა, რომელიც გარემოსდაცვით განათლებას გააღრმავებს, განსაკუთრებით უმცროსკლასელებში.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეები უფრო მედად დაინტერესდნენ, გაუჩნდათ ნეტი მოტივაცია.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ აქტიურად გააცნეს მიღებული ინფორმაცია და ლიტერატურა გუნდის დანარჩენ წევრებს, მუშაობენ უმცროსკლასელთათვის მიღებული ლიტერატურის მათთვის საინტერესო ფორმით გაცნობაზე, ამზადებენ პრეზენტაციებს