ნიადაგების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ეკოჰაბში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ნიადაგის სტრუქტურა და შემადგენლობა. ტრენინგის მიზანიც ნიადაგის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
ტრენინგის მონაწილე სამეგრელოსა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა, ზუგდიდის აგროსახლის აგრონომმა თამარ ზარანდიამ გააცნო ნიადაგის სტრუქტურა, შემადგენლობა, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ნიადაგების ტიპები. აგრეთვე ესაუბრა მცენარეთა მიერ ნიადაგში არსებული მინერალების შეთვისებაზე, ნიადაგის დეგრადაციის მიზეზებზე, კომპოსტის მნიშვნელობაზე და მისი მომზადების წესებზე.
ტრენერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნიადაგის დაცვის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, რადგან ეროზიული პროცესების, ნიადაგის დაბინძურების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.