ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს, შეხვედრის ძირითადი მიზანი ოქტომბრის თვეში განხორციელებული აქტივობების შეჯამება და ნოემბრის თვის სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო, ეკოკლუბის ხელმძღვანელმა მაია აბდალაძემ ეკოკლუბის წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისათვის და აღნიშნა, რომ მთელი თვის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა და მოუწოდა ნოემბრის თვეშიდაც აქტიურობა არ შეენელებინათ.
შეიმუშავეს პროექტი, რითაც საბავშვო ბაღის დახმარება გადაწყვიტეს აქტივობის შესასრულებლად, დახმარებისთვის სოფლის გამგებელს როკით-დიდველის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ზივზივაძეს და სოფლის გამგებელს დავით კოხოძეს მიმართეს.
ამ შეხვედრის მიზანი იყო, ბაღის ეზოში წაქცეული ხის დამუშავება და გატანა. აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის წევრებს მათთან თანამშრომლობითი ურთიერთობა აქვთ, ისინი ყოველთვის გვერდით უდგას და ეხმარება სხვადასხა საკითხის წინ წამოწევაში და გადაწყვეტაში.