ახმეტელი მოსწავლეების შეხვედრა ფემინისტურ მოძრაობასთან

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში 16 დღიანი საინფორმაციო კამპანიის #არაძალადობას ფარგლებში საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

გენდერული თანასწორობის საბჭოს და ,, ქალთა ოთახის ‘’ მენეჯერის ბელა მარუქაშვილის ორგანიზებით შეხვედრაზე მოწვეული იყო წარმოშობით ახმეტელი, ქართული ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, 2018 წლის კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი იდა ბახტურიძე.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, სარებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი,მერიის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის უფროსი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები, მათ შორის ქალაქ ახმეტის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის სახეებზე, კანონმდებლობაზე და ქალთა უფლებების მხრივ ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე და გამოწვევებზე. შეხვედრის მიწურულს გაიმართა დისპუტი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.