მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მარიამ ტყეშელაშვილი და ზაურ ტაბატაძე მარადისის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მერიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სკვერის გამწვანების აქციში. ისინი გაეცვნენ, აგრეთვე, ეკოკლუბის სამომავლო გეგმებს და გარემოსდაცვით კლუბს შეძლებისდაგვარად დახმარება აღუთქვეს.
სკვერის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც, აქციაში მონაწილეობას იღებდა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე (გუსეინ ნამაზოვი). სკვერის გამწვანების აქცია გააშუქა მარნეულის ტელევიზიამ.
სკვერი დასრულებულ სახეს დეკემბრის ბოლოს მიიღებს. განხორციელებული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-15 და მე-17 მიზანს, რომელიც გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვა - აღდგენა და თანამშრომლობას საერთო მიზნებისათვის.