ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ ,,ოაზისის" წევრებმა 10 დეკემბერს მოაწყო სამუშაო შეხვედრა.შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა - აზიური ფაროსანა.
აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელმაც სასოფლო სამეურნეო კულტურებს დიდი ზიანი მიაყენა.ფაროსანა ამცირებს მათ ხარისხს და ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის.შეხვედრაზე განხილული იქნა ბრძოლის ყველა ის მეთოდი,რომელიც ფაროსანას სახლში გამოჩენისას უნდა განვახორციელოთ.ესენია: აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების,კარის ბადეების,მტვერსასრუტისა და სხვა საშუალებების გამოყენება.ასევე ის მეთოდები რომლებიც მისი ბაღებსა და ნაკვეთებში გამოვლენისას უნდა განვახორციელოთ-ეს კი ძირითადად გულისხმობს ქიმიურ წამლობებს.
"ოაზისმა" მიზნად დაისახა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ არსებული ღონისძიებების შესახებ.მათ ამ მიზნის განსახორციელებლად გადაწყვიტეს სხვადასხვა ბროშურებისა თუ გაზეთების დარიგება ყველა დაინტერესებული პირისთვის.