დაბა ნარუჯას სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა გურიაში, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში. უკვე 54 წელია, რაც 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა /Georgian Demokracy-ის მცირე გრანტების  პროგრამის ფარგლებში მომზადდა პროექტი ,,ვიცოდეთ ჩვენი უფლებები’’, რომლის ფარგლებში დაბა ლაითურისა და დაბა  ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღო მონაწილეობა, გამოცხადდა კონკურსი შემდეგ თემატიკაზე: ,,ადამიანის უფლებების, ძალადობასა და ბულინზე, ასევე ესეებისა და ნახატების კონკურსი’’,სამოქალაქო განათლებისა და  ეკოკლუბის წევრები აქტიურად ჩაერთო კონკურსში, მოამზადეს თემატური პლაკატები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თემატიკაზე, 

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა ორივე სკოლიდან რომლებიც საზეიმო ვითარებაში,დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით.