გამოვიხურე წლების უკან ბოლო კარები, მახსოვს ქარები უკანასკნელ გირჩებს გაცლიდათ. მოგაგონდებით ისეთივე მიუკარები, როგორაც გული დაქვრივებულ დედაკაცისა, რადგან წავედი ისე ჩუმად, უემოციოდ წავედი, როგორც მომაკვდავის ბოლო იმედი. რა იქნებოდა, რომ ჩემამდე გამოგაცილონ ჩამოხვიდოდით, დასხდებოდით, გამიღიმებდით. იქაურს, ჩვენსას ბავშვობისას იტყოდით რამეს, თქვენს ძირებთან, რომ „ნაზაფხულარ“ სუფრას გავშლიდით. ვიმალებოდით თქვენს ტოტებში, როგორაც მთვარე აიტუზება ღრუბლის უკან მორცხვი ბავშვივით. ნაახალწლევზე გაუძელით, ნუ გეწყინებათ (ლამაზ სიკვდილზე ოცნებობენ მხოლოდ მოხუცნი) ზოგჯერ სიცოცხლეც სიკვდილივით მოგვეწყინება და მერე ბოლო ამოსუნთქვას აღარ მოვუცდით. წავედი, შევცდი რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები. გულზე ნაღველი ნაყოფივით ნელა მწიფდება. არა! ერთ დღესაც უსათუოდ დაგიბრუნდებით, როცა მზეს ყველა სხივის ბოლო გაუწითლდება. უბრალოდ დამხვდით, გაუძელით ქარიან სეზონს, ვიცი დედ_მამა, როგორც შვილებს ისე გივლიან. მგზავრებს სხვას ვერა, შესთავაზებთ დაჩრდილულ ეზოს ჩვენი სახლის წინ თოხებით, რომ ჩამოივლიან. შემოხგედავენ, გაიმართეთ, ცამდე მიწიდან მე თქვენს ადგილას უსათუოდ გავიღიმებდი, რომ მახსენდება, გოგოსავით თმებს, რომ გიწნიდათ ქარი და ისევ შემრჩენია ბოლო იმედი. რომ მე ოდესღაც დავბრუნდები მე დავბრუნდები.