ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების ეკოკლუბ ,,მარჯანის წევრებმა ,,კეცხოველი 2019"–ის კონკურსის პირობების შესაბამისად განახორციელეს სასკოლო აქტივობა – თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: ,,რა არის ეკოტურიზმი". მოსწავლეებისათვის ცხადი გახდა, რომ ეკოტურიზმი ეს არის გონივრული მოგზაურობა ბუნებრივ გარემოში; ტურისტული რესურსების მიზანმიმართული გამოყენება.
გაკვეთილზე განხილული იქნა ეკოტურისტული მახასიათებლები, ეკოტურიზმის კომპონენტები, ეკოტურისტული პრინციპები,. დასკვნით ნაწილში ძირეულად მიმოიხილეს ეკოტურიზმის სახეობები და სკოლის პირობებში მისი განხორციელების შესაძლებლობები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს მომენტები საკუთარი მოგზაურობებიდან და აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი და საინტერესო იყო მოგზაურობანი დაცულ ტერიტორიებზე. აქტივობის სლოგანი იყო: ,,დავიცვათ და გავუფრთხილდეთ დედა–ბუნებას", ,,სამყაროს ჯანსაღი ეკოსისტემა გადაარჩენს".