ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლამ მემორანდუმი გააფორმა, ოზურგეთის ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან’’, მემორანდუმი მიზნად ისახავს უფროსკლასელი მოსწავლეების ჩართვას პროექტში ,,მოზარდები საკუთარი უფლებებისათვის’’ ფარგლებში (პროექტი მიმდინარეობს ,სკოლის პოლიციისა და საზოგადოების თანამშრომლობის (SCOPE) პროგრამის ფარგლებში , აშშ საელჩოსა და კორპორაცია ,,ჰარმონიის ‘’ფილიალი საქართველოში მხარდაჭერით) ახორციელებს.
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა ამ პროექტში რაიონის იმ ოთხ სკოლას შორის მოხვდა რომლებიც უმცირესობით დასახლებულ თემს წარმოადგენს. პროექტის ძირითადი მიზანია მოზარდებსა და პოლიციას შორის პოზიტიური თანამშრომლობითი ურთიერთობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა დანაშაულის შემდგომი პრევენციის მიზნით. პროექტში ჩართვა ითვალისწინებს ერთობლივი აქტივობების განხორციელებას, როგორც პარტნიორ ორგანიზაციასთან ასევე სკოლებს შორის.