სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკო კლუბს გიმნაზიის სსსმ მოსწავლეებმა მიმართეს წინადადებით, რომ ერთად გაეკეთებინათ მუყაოს ქაღალდისგან ნაძვის ხე, რომელიც დაამშვენებდა ეკოკლუბის კუთხეს.
ეკოკლუბმა ისინი მოამარაგა ქაღალდებით და საჭირო ნივთებით და ასევე, დაეხმარა ნაძვის ხის აწყობაში. მათ არ ისურვეს მუშაობისას ფოტოების გადაღება, რაც შეუსრულეს ეკო კლუბელებმა, მაგრამ დასრულებული ნამუშევარი კი დაასურათეს.
იდეა ეკუთვნოდა ილია და სანდროს, ხოლო განხორციელებაში მცირედი დახმარება გაუწიეს კლუბის წევრებმა. ეს ნაძვის ხე ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანია ეკოკლუბისთვის და ამიტომაც დაიკავა საპატიო ადგილი ,,კეცხოველის პრემიის“ აქტივობების გვერდით.
ამ აქტივობით მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდგრადი განვითარების მ-4 მიზანს, რაც მდგომარეობს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნაში ყველასათვის.