ნოემბერში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მოიპოვა დაფინანსება (800ლარი) პროექტისთვის , რომლის მიზანია სკოლის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა .
პროექტი შეიმუშავა ეკოკლუბმა და დასაფინანსებლად წარუდგინა მარნეულის მერიას. მერიამ განიხილა , მოიწონა პროექტი და დააფინანსა. სკვერში დაირგვება ორი ტირიფი, ათი ენდემური ფიჭვი, ოცდახუთი კვიპროსი, ორი პალმა და 10 ბზა.
სკვერში განთავსდება აგრეთვე მეორეული ნივთებისგან დამზადებული სხვადასხვა აქსესუარები (მასალად გამოიყენება ძველი საბურავები, მერხები, სკამები, გირჩები და რუსული წარმოების სარეცხი მანქანები, რომლითაც დამზადდება ნაგვის ურნები სკვერისთვის.
მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ სკვერში ნერგების დარგვის აქციაში .