5 დეკემბერს, ნიადაგის საერთაშორისო დღეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის და ა (ა) ი.პ. საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის ეკო-კლუბების წევრებმა გაიარეს ნიკო კეცხოველის მიერ გავლილი მარშრუტი ,გორიჯვარის მიმართულებით.
მოსწავლეებმა სატყეო სააგენტოს თანამშრომლების და რეინჯერების მხარდაჭერით , ,,მოდინახის" ფერდობზე მოაწყვეს ხეების დარგვის აქცია და დარგეს 80 ნერგი, რომლითაც ისინი სატყეო სააგენტომ მოამარაგა, ამავე სააგენტოსთან სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ასევე ეკო-კლუბის წევრებმა ამავე ტერიტორიაზე მოაწყვეს დასუფთავების აქცია და გაასუფთავეს ფერდობი ნაგვისაგან.
მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-15 და მე-17 მიზნებს, რომლებიც გულისხმობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვა-აღდგენასა და თანამშრომლობას საერთო მიზნებისათვის.