სამტრედიელი მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!

სამტრედიის N11 სკოლის ეკოკლუბელებმა ჩაატარეს თემატური საღამო - "ღირსება და სამართლიანობა ყველასათვის", რომელიც მიეძღვნა ქალთა  ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რა შეიძლება იყოს მომრავლებული ძალადობის მიზეზი.მოხდა აზრთა გაზიარება თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანისათვის თანასწორობა და როგორ უნდა მოხდეს ადამიანთა შორის უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა. 

აზრთა ურთიერთგაზიარების შემდეგ შეთანხმდნენ:ზოგადად ძალადობის მთავარი მიზეზი არის საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე და მათი ვალია აქტიურად ჩაერთონ მოსახლეობის ცნობირების ამაღლებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.