რამდენიმე დღის წინ ვწერდით სამწუხარო ამბავს იმასთან დაკავშირებით,მ რომ კახეთში, მდინარე სტორის ხეობაში, ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევით მოწყობილი საპიკნიკე ადგილები და ნაგვის ურნები სამწუხაროოდ ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. მავანმა ვანდალებემა დაარბიეს რეკრიაციული ზონა და სვიანას ტერიტორიაზე დაყარეს დიდი რაოდენობის ნაგავი.
სასიხარულოა, რომ სვიანას კიდევ ერთხელ გამოუჩბნდა მზრუნველი ადამიანები. 2 ოქტომბერს, ფშაველი-ლეჩურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა - გელა უშარაულმა და მისმა თანამშრომლებმა სვიანას რეკრეაციული ზონა დაასუფთავეს, რომელიც თელ
ავის მუნიციპალიტეტში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მდ. სტორის ხეობაშია მოწყობილი.
საქართველოს ტყეების დღევანდელი მდგომარეობიდან და ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბებიდან გამომდინარე, მდგრადი ტყეთსარგებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იღებს. დღეისათვის ტყეების რეკრეაციული პოტენციალი ოპტიმალურად არ არის გამოყენებული და მათ ძირითად ფუნქციად ისევ მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა რჩება, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მდინარეთა წყალშემკრებ აუზებს და იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს. სამწუხაროა, რომ თუშეთისკენ მიმავალი დამსვენებლები სვიანას რეკრეაციულ ზონას არ უფრთხილდებიან.
ადმინსტრაციული ერთეულის თანამშრომლებმა სვიანა პარკების,ბოთლების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაათავისუფლეს.