4 დეკემბერს ხარაგაულის სოფელ ბორის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა ბერაძემ მე-8 კლასის მოსწავლეებს წარმოუდგინა თემა "მდინარე ჩხერიმელას გარემოსდაცვითი პრობლემები". მან მიმოიხილა ხარაგაულის გეოგრაფიული მდებარეობა, რესურსები, ჰიდროლიგიური ქსელი და ყურადღება გაამახვილა მდინარე ჩხერიმელას და მისი ხეობის გარემოსდაცვით პრობლემებზე,
კერძოდ ხეობაში სარკინიგზო და საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილ ეკოლოგიურ პრობლემებზე. მდინარის ჩამდინარე წყლებით დაბინძურებაზე, რადგან დაბა ხარაგაულში არ არის ერთიანი საკანალიზაციო ქსელი და გამწმენდი კოლექტორი, დაბალია მოსახლეობის ცნობიერებაც და ხდება მყარი ნარჩენებით დაბინძურება, მშენებლობების პროცესში საფრთხე ექმნება ზვარის მინერალური წყლის არსებიბას.
მე-8 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ჩხერიმელას ხეობაში, მდგომარეობა მათთვის ნაცნობია, ამიტომ ისინი თავისუფლად ჩაერთვნენ განხილვაში, ისაუბრეს არა მარტო ამ პერიოდისთვის არსებულ პრობლემებზე, არამედ მოსალოდნელ გართულებებზეც, რაც შეიძლება წარმოიქმნას მეწყერების სახით, ნაშალი მასალის არასწორი დასაწყობებით. მათ მიმდინარე მშენებლობები დააკავშირეს მდგრადი განვითარების მიზნებთან, აღნიშნეს, რომ აუცილებელია ეკოსისტემების დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. დაასკვნეს, ეკონომიკური სარგებელი არ უნდა მივიღოთ ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ხარჯზე.