ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ,,ოაზისი" მოაწყო სამუშაო შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელთან. მარტვილის მუნიციპალიტეტი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და გმობს ყველა სახის გენდერულ ძალადობას. ქალებისა და გოგონების მიმართ.
ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა, ძალთა უთანასწორობის გამოვლენას წარმოადგენს და გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურული ბუნებით ხასიათდება.
ეკო-კლუბმა ,,ოაზისმა" საბჭოს გააცნო ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის კონკურსის ჩატარების თემატიკა. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები .დაიგეგმა საბჭოს მიერ ტრენინგის/სემინარის ჩატარება და ფილმის ჩვენება, რომელიც გენდერული თანასწორობის სპეციფიკას შეეხება. საბჭოს წევრების მიერ ეკო-კლუბელებისთვის შეთავაზებული იქნა მრავალი სახის დახმარება.