შეხვედრები რაჭაში გირჩის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით
26 სექტემბერს CENN -ის კოორდინატორ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ნინო სოხაძის ინიციატივით დაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლოამირგულაშვილის მხარდაჭერით, მოეწყო შეხვედრა სოჭის გირჩის მოპოვებასა და დამზადებაში არსებული საკანონმდებლორეგულაციების დახვეწის მიზნით.
პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის გუბერნატორი ბატონი პაპუნა მარგველიძე,.გამგებელი მალხაზ ლომთაძე,გამგეობასთან არსებული გირჩის დამზადების საკითხებზე მომუშავე კომისიის წევრები,.რეგიონის სატყეო სამსახურის უფროსითეიმურაზ აბუთიძე, უფროსი მეტყევე გიორგი დარახველიძე, ამბროლაურის სატყეო უბნის უფროსი დავით ნატმელაძე, რეგიონისზედამხედველობის სამსახურის უფროსი თემურ ჭიპაშვილი, გაზეთ “ამბროლაურის მოამბის" კორესპოდენტი, ლიცენზიანტები.ასევე შეხვედრები მოეწყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის მოსახლეობასთან და გირჩის მიმღებ პუნქტებში.
შეხვედრებზე გამოიკვეთა საკანონმდებლო აქტებში არსებული შეუსაბამობები და ასევე ის პრობლემები რაც აწუხებსადგილობრივ მოსახლეობას
- ვერ დგინდება ყოველწლიურდ რა რაოდენობის გირჩის დამზადება და გატანა ხდება რაიონიდან რის გამოც ვერ დგინდებაადგილობრივი ბიუჯეტში შესატანი მოსაკრებლების რაოდენობა;
- არ არის განსაზღვრული ვინ არის ვალდებული ტყის მოვლა-შენახვაზე და რომელ კვარტლებშიც გაცემულია ლიცენზიები;
- ლიცენზიები გაცემულია 195 ტონა გირჩის თესლის დამზადებაზე.
ლიცენზიანტები აცხადებენ, რომ ვეღარ პოულობენ გასაღების ბაზარს, რადგან ფალსიფიცირებული თესლითაა გაჯერებულიევროპის ბაზარი;
- იმის გამო რომ არ არსებობს ყოველწლიურად კვარტლებში მოსაკრეფი კვოტების განმსაზღვრელი სამსახური, ლიცენზიებით კივალდებულნი არიან ლიცენზიანტები ყოველი წლის სექტემბერში წარუდგინონ ეკონომიკის სამინისტროს დამზადების კვოტა -ქაოსურად მიმდინარეობს გირჩის დამზადება;
- ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს დამზადება მოხდეს ადგილობრივების მიერ, რადგანაც სოფელ თლუღისმოსახლეობისათვის ერთ-ერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
ბატონი კარლო დაპირდა მოსახლეობას, რომ ორ კვირაში ისევ დაბრუნდება რაჭაში იმ წინადადებით, რომელიც მომზადდებასამინისტროში, რათა ერთხელ კიდევ მოხდეს გაცნობა, დახვეწა და შეთანხმდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან.