სენაკის სკოლა-გიმნაზიის "პატარა გარდენია"

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა გიმნაზიაში ეკო კლუბ ,,ECO-R"-ის მიერ დაიგეგმა აქტივობა, რომელსაც მიეცა კონკურსის სახე - ,,ჩვენი პატარა გარდენია". მონაწილეობა იყო ნებაყოფლობითი, თუმცა სურვილი თითქმის ყველა კლასმა გამოთქვა. თავდაპირველად გუნდის წევრებმა შეკრიბეს იდეები, თუ რომელი კლასი რა სახით მოაწყობდა გარდენიას. საბოლოოდ, გაიმარჯვა მე-3 კლასმა, რომელებმაც მართლაც ლამაზი მინი-ბაღი მოაწყვეს სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში.

გარდენია დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგეა და მათ მიერ მოწყობილი კუთხე სრულად პასუხობდა ამ დასახელებას. გარდა იმისა, რომ გამოფინეს სხვადასხვა სახეობის (საკმაოდ მრავალფეროვანი) დეკორატიული მცენარეები, ასევე, დამთვალიერებელს საშუალება მიეცა მიეღო მოსწავლეებისგან ინფორმაცია ამა თუ იმ მცენარის შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში მიეღო ნერგი. გარდენიას დამთვალიერებელი საკმაოდ ჰყავდა და დიდი მოწონებაც დაიმსახეურა.

აღსანიშნავია ის, რომ ბაღის მოწყობაში მონაწილეობა მიიღო გიმნაზიის სსსმ მოსწავლემ სანდრო კირკიტაძემ, რომლის მოვალეობა, გარდა ბაღის მოწყობაში მონაწილეობისა, იყო ის, რომ მსურველები უნდა მოემარაგებინა მცენარეების ნერგებით. პატარა სანდრო დაკისრებულ მოვალეობას  კარგად გაართვა თავი.

ამ აქტივობით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკო სისტემების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.