თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ამავე სკოლის მერვე კლასებში ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია თემაზე: "ჯანსაღი კვება". მოსწავლეებმა ისაუბრეს "სწრაფი კვების" უარყოფით მხარეებზე და ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. პრეზენტაციაში მონაწილეობდა სსსმ მოსწავლე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები - ნათინგ უზუნალოვი აზერბაიჯანიდან, ჰასთი რეზვანი ირანიდან, ბადრ ობადი სირიიდან. აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები უკვე საუბრობენ ქართულად და თანატოლების დახმარებით აქტიური მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე გამოკითხვის შედეგები "სწრაფი კვების" მავნეობასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა უმრავლება აღიარებს, რომ ხშირად სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტებს დატვირთული დღის რეჟიმიდან გამომდინარე.რესპოდენტებს კლუბის წევრებმა გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც საუბარია სწორედ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე და "სწრაფი კვების" უარყოფით მხარეებზე.