რუსთავის N17 სკოლის მოსწავლეები ფრინველებზე ზრუნავენ

ქალაქ რუსთავის N17 საკჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაამზადეს ფრინველების საბუდარები და განათავსეს სკოლის ტერიტორიაზე. 

რუსთაველი მოსწავლეებისთვის, როგორც თავად ამბობენ  მეტად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა, რათა საკუთარ რეგიონში მცხოვრებ ფრინველებს შეუქმნან უსაფრთხო გარემო და მისცენ მათ საშუალება ზამთარი მშვიდ და ლამაზ გარემოში გაატარონ. 

ეს ბავშვები ასევე ეცდებიან საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები ფრინველები უზრუნველყონ საკვებითა და წყლით. პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ მეათე კლასის მოსწავლეები თითოეული მათგანი ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა საბუდარების სკოლის ტერიტორიაზე განთავსებაში.