ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ შეიქმნა ეკოჰაბი, სკოლის მიერ გამოყოფილ ოთახში, სადაც მოეწყო შესაბამისი გარემო მუშაობისთვის. აქ აქტიურად ტარდება ეკოკლუბის შეხვედრები, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.
ამ შეხვედრებზე განიხილება მომავალი აქტივობების შესაძლო ვარიანტები, იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები. სწორედ, ამ შეკრებისას გადაწყდა ჩატარებულიყო წამახალისებელი კონკურსი, რომელიც მოიცავდა მაკულატურის შეგროვებას.
"ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღეთ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დასაჩუქრდნენ ნიკო კეცხოველის კონკურსის მიერ გადმოცემული წიგნებით, რამაც ძალიან გაახარა და შემართება მისცა ბავშვებს. ეს კონკურსი კარგია იმისთვის, რომ მოსწავლეები პატარაობიდანვე გათვითცნობიერდებიან და თავის წვლილსაც შეიტანენ ბუნების დაცვაში. აქტიურად გავაგრძელებთ ამ საქმიანობას და ვიქნებით ბუნების მცველები" - ამბობენ ხაშურის N1 სკოლის ეკოკლუბელები.