საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრები ესტუმრნენ საჩხერის სატყეო სააგენტოს, სადაც ისინი შეხვდნენ მეტყევე-რეინჯერებს, წარუდგინეს მათ ის აქტივობები, რომლებიც ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში განახორციელეს და გააფორმეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სატყეო სააგენტოსთან.
სარეკის სკოლის მოსწავლეებმა ასევე დაგეგმეს ერთობლივი აქტივობები, რომელთაგან ერთ-ერთია ნიკო კეცხოველის მიერ გავლილი მარშრუტის გავლა გორიჯვარის მიმართულებით და ამ ტერიტორიის განაშენიანება.