არა სიღარიბესა და შიმშილს! - ამ დევიზით შთაგონებულმა ბრჯომის სოფელ ქვაბისხევის სკოლის ეკოკლუბის გუნდმა "ოჩოპინტრემ" გადაწყვიტა საქველმოქმედო აქცია მოეწყოთ. მოსწავლეებმა შეაგროვეს პროდუქტი ვისაც რისი საშუალებაც ქონდათ და დატვირთულები სურსათ-სანოვაგით ესტუმრენ ბორჯომის უპოვართა სასადილოს. სადაც 200 სოციალურად დაუცველი პირი, მოხუცები და მრავალშვილიანები იკვებება ყოველდღურად.
მოსწავლეებს სიყვარულითა და სითმოთი შეხვდნენ უპოვართა სასადილოს დირექტორი და მომსახურე პერსონალი. გულაჩუყებულმა ბავშვებმა ფოტოები გადაუღეს მოხუცებს და თქვეს, რომ სიკეთის კეთება მარტივია. მთავარია თავად თავად გქონდეს ამის სურვილი.
მოსწავლეები ბედნიერები დაბრუნდნენ შინ. პროდუქტი კი პერსონალმა გაუნაწილა მათ ვისაც ძალიან ესაჭიროებოდათ.