ქობულეთის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლი ეკოკლუბის წევრებმა ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოს ესპლუატაციის პრევენციის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. (გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 2001 წელს 6 ნოემბერი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოს ესპლუატაციის პრევენციის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა).
ეკოკლუბის წევრების მიზანი იყო მოსწავლეებისათვის გაეცნოთ ის საფრთხეები, რომელიც გარემოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ექმნება, რადგან განადგურებული ბუნების აღდგენის პროცესი რთულია და ხშირ შემთხვევაში ეკოსისტემის აღდგენა შეუძლებელია, მოსწავლეებს აჩვენეს 2008 წლის ომის შესახებ ვიდეო ფილმი, ისაუბრეს ომის შედეგებზე.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად ბორჯომის ხეობაში ხანძარმა გაანადგურა 950 ჰექტარი ტყე, მათ შორის, მნიშვნელოვანი ფუნქციური დანიშნულების მქონე საკურორტო ზონის ტყეები. მოსწავლეებმა დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედება და სურვილი გამოთქვეს, რომ ომში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების სახელზე გამწვანების აქცია მოაწყონ და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგონ.