ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის - "ოაზისი" წევრებმა მოაწყვეს შეხვედრა ამავე სკოლის მოსწავლეებთან, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის კონკურსის ჩატარების თემატიკის გაცნობის მიზნით. ეკო-კლუბის წევრებმა მოსწავლეებს გააცნეს კონკურსის ჩატარების პრინციპები.ისაუბრეს კონკურსის მიზნებზე,ძირითად თემატურ მიმართულებებზე, ქულების მისაღებად განსახოციელებელ აქტივობებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე კონკურსის გარშემო.
მიმოიხილეს მათ მიერ როგორც უკვე ჩატარებული, ისე მომავლისთვის დაგეგმილი აქტივობები. მოსწავლეების დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა, რამაც ეკო-კლუბელებს მოტივაცია აუმაღლა. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი შეძლებისდაგვარად ყველანაირი საჭირო რესურსით დაეხმარნონ გუნდს. მათ ასევე გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობის მიღება მომავალ წლებში.