ქედელი მოსწავლეები თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის გუნდმა მდგრადი განვითარების 3 მიზნის "ჯანმრთელობა და კეთილდღეობის" შესაბამისად მოაწყო სასკოლო აქცია სახელწოდებით: "არა მოწევას!"

ქედელი მოსწავლეები თვლიან, რომ ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის ზრუნვა ყველა ასაკის ადამიანისათვის მნიშვნელოვანია. მოწევა იწვევს დაავადებებს და ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი ავადდება თამბაქოს ბოლით და აზიანებს მათ გარშემომყოფებსაც.  ბავშვებმა გააკეთეს პოსტერები და პლაკატები შესაბამისი მოწოდებებით. 

"თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია დავიწყოთ სკოლის ასაკიდან და აუხსნათ ახალგაზრდებს თუ რამდენი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანებისათვის" - ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, რეზო ალიქაძე.