ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის გუნდმა მოაწყო კიდევ ერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება. მოსწავლეებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა მწერის ფაროსანას საწინააღმდეგოდ. ნარჩენებისაგან დაამზადეს ფაროსანას დასაჭერი ხაფანგები.
ღონისძიებაში გუნდის გარდა ჩართული იყო სკოლის ყველა მოსწავლე. კლასების მიხედვით დარიგდა ხაფანგები და ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი მათ გამოყენებაზე. აქტივობის მიზანი იყო აიღრიცხოს და გამოკვლეული იქნას თუ რამდენად საშიშ ზღვარს მიაღწია მათმა რაოდენობამ მათ სოფელში.
"ჩვენი ძირითადი მიზანია დავიცვათ სოფლის ტერიტორიაზე წარმოდგენილი მცენარეები ამ საშიში მწერისაგან" - ამბობენ ახალციხის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები.