თბილისის გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ეკოკლუბის "მწვანე ფარის" წევრებმა გადაწყვიტეს თავისი წვლილი შეეტანათ ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაში. მათ ჩაატარეს კვლევა თბილისში ნარჩენების გადამუშავების მდგომარეობის შესახებ.
იმის გამო, რომ გარკვეული სირთულეები გამოიკვეთა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალებით დაემზადებინათ ნარჩენების შესაგროვებელი და დასახარისხებელი ყუთები. მომზადდა ორი ყუთი ქაღალდისა და პლასტმასის შესაგროვებლად. ყუთები დაიდგა სკოლის დერეფანში.
კლუბის წევრებმა ისაუბრეს სკოლის საზოგადოებასთან ნარჩენების შეგროვებისა და დახარისხების მნიშვნელობაზე. აუხსნეს ყუთებით სარგებლობის წესი. ამის შემდეგ ყუთებში ჩაიყარა პირველი ნარჩენები. აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-11, მე-12, მე-13, მე-15, მე-17 მიზნებს.