საჩხერის სოფელ სარეკის სკოლის მოსწავლეების ვიზიტი კახეთში, ჭიაურის სამონადირეო მეურნეობაში

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაგოდეხის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მოინახულეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა. 

მოსწავლეებს მეგზურობა გაუწია საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ტყემალაძემ. მან ბავშვებს დაათვალიერებინა მთლიანი სამონადირეო მეურნეობა, ესაუბრა ამ ტერიტორიაზე არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და მათ წვლილზე ბრაკონიერობის აღკვეთაში.

საჩხერის სოფელ სარეკის სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.