ჩხოროწყუში, ახუთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ქუარდილის" წევრები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ეტაპობრივად ახორციელებენ გარემოს დასუფთავების აქციას. მორიგი აქცია ჩატარდა ეკოკლუბის ინიციატივით, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის ჩართულობა, მათი ცნობიერების ამაღლება და ასევე დასუფთავების სამსახურის ხელშეწყობა.
ამ ეტაპზე "ქუარდილის" წევრები გადანაწილდნენ უბნების მიხედვით, დასუფთავდა მთელი სოფლის ტერიტორია. დაგროვილი ნაგავის გატანაში კი ბავშვებს დაეხმარა დასუფთავების სამსახური, რომელთა დახმარებით გატანილი იქნა დაგროვილი ნარჩენები.
ახუთის თემში დასუფთავების აქციები მომავალშიც გაგრძელდება.