აჭარაში, მინდია აბაშიძის სახელობის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში აჭარის სატყეო დეპარტამენტის მთავარ მეტყევესა და თხილნარის ზონის მეტყევეებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი თხილნარის თემში შემავალი ტყის ფართობის, მცენარეული საფარისა და ტყეში ჩამომავალი მდინარის მდგომარეობის გარკვევა იყო.
ბატონი თამაზ მესხი ბავშვებს ვესაუბრა აჭარის ტყეებში კოლხური ბზისა და წაბლის მდგომარეობის და ამ მცენარეების გადარჩენისა და სამომავლოდ გამრავლების შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ტყიდან შეშის გამოტანის პროცედურებსა და რაოდენობაზე, შეშის სახეობებზე, სატყეო ტრანსპორტსა და ტყეში გამავალი გზებზე.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ერთობლივად საშემოდგომო და საგაზაფხულო ხის ნერგების დარგვა აჭარის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ტყეებში.