სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბელებმა ნადირობასა და თევზაობაზე კვლევა ჩაატარეს

სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბელებმა ჩაატარეს კვლევა ნადირობასა და თევზაობაზე. მუშაობისას მათ ჩამოუყალიბდათ საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობთ საინტერესოა. 

აი, რას წერს ეკოკლუბის კაპიტანი ნათია შამათავა: ,,ადამიანის დაუდევრობის გამო ტყეში არსებული ცხოველების 8300 ჯიშიდან 8% გადაშენებულია, ხოლო 22% გადაშენების პირასაა სოფლებში არსებული ტყეებში, სადაც არანაირი დაცვა არ ფუნქციონირებს. რომც იყოს, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემა. ძირითადად ამახვილებენ იმაზე ყურადღებას, რომ შეიქმნას დაცული ტერიტორიები, სახელმწიფოებმა ხარჯონ ფული იმის გამო, რომ ის ცხოველები არ დაკარგონ, რომელიც გადაშენების პირასაა, ამისთვის უამრავ უსარგებლო ღონისძიებებს ატარებენ. ცდილობენ სატყეო მართვის გაუმჯობესებას, ესეც ამაოდ ხდება. თვითმართველობას ამ დროს ავიწყდება, რომ სხვა ცხოველები დარჩა და ისინიც მალე გადაშენდებიან, რომელსაც ყურადღებას არ აქცევდნენ. შესაძლოა, რაღაც გარკვეულ შედეგს მიაღწიეს, თუმცა ესეც იმ დონემდე მცირეა, რომ არც კი დაეტყოთ ტყეებს. 

ეს საკითხი აღმოუფხვრელი დარჩება, სანამ ადამიანის დამოკიდებულება არ შეიცვლება ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების ნაწილმა, რომელსაც არ აქვს განათლება მიღებული, არ იცის თუ რამდენად საშიშია ეს პირველ რიგში მისთვის და შემდეგ გარემოსთვის. მათ არ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებენ, რატომ არის ეს საშიში? რა საფრთხეს შეიცავს? სახელმწიფომ და პირველ რიგში იმ ხალხს ვისაც ეს საკითხი ეხება ამას უნდა მიხედონ, არც ფულის ფლანგვა იქნება საჭირო. ამ საკითხს თუ მოაგვარებენ ყველაფერი დალაგდება, თუმცა ყოველთვის იყო და იარსებებს ეს პრობლემა.“