ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. კირცხის პირველი საჯარო სკოლა ეკოკლუბი "კირცხი და ძელქვების" თაოსნობით მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ბევრი ჩანთა შეკერეს ნახმარი ტანსაცმლისაგან. ჩხოროწყუობაზე გაიტანეს, მოაწყვეს მათი თანაკლუბელის დასახმარებელი აქცია "თანადგომა თამარის", გამოფენა -გაყიდვა. იქვე ბანერზე ეწერა "გახდი მწვანე მომხმარებელი." ყველა ჩანთაზე მიმაგრებული იყო თამარის სურათი.
ბავშვები და მასწავლებლები ერთად დადიოდნენ ქუჩაშიც და ადამიანებს უხსნიდნენ, რას ნიშნავდა "გახდი მწვანე მომხმარებელი." თან დაჰქონდათ შესაწირის ყუთი. ადამიანები ყიდულობდნენ ჩანთებს, უმეტესობა ღირებულზე მეტს იხდიდა. თანხა ყუთში იყრებოდა.
ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა: შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. ბატონი დავითი ბავშვებს შეპირდა, რომ თამარს აუცილებლად დაეხმარებოდა. იმ დღეს რვაას ლარზე მეტი შეგროვდა, რომელიც ბავშვებმა მაშინვე გადარიცხეს სპეციალურ ანგარიშზე.
რამდენიმე დღეში მინისტრებმა პირობა შეასრულეს და მათ თამარისთვის რვაასი ამერიკული დოლარი გადარიცხეს. აქციას "თანადგომა", ეკოკლუბი კიდევ სხვა ფორმით გააგრძელებს.