კეცხოველის სასკოლო კონკურსმა იმერელი და ქვემო ქართლელი მოსწავლეები დაამეგობრა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლას ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთის ეკოკლუბი და მათი ხელმძღვანელი თეა ტალახაძე ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება , ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე. 

ეკოლიდერმა თენგიზ შაინიძემ მოსწავლეებს მოუთხრო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებთან შეხვედრებსაც ესწრებოდა. EMT სასწავლო აკადემიასა და გამარჯვებულ სკოლების მოსწავლე-მასწავლებლებთან ერთად ბრატისლავა და ვენაში. 

ხარაგაულელებმა დაათვალიერეს სკვერი, ბიბლიოთეკა და ეკოკლუბის ,,მწვანე ოთახი’’. ორ სკოლას შორის თანამშრომლობა შედგა. დამეგობრდნენ იმერეთისა და ქვემო ქართლის სკოლები. მდგრადი განვითარების მესამე მიზნების: "ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის ’’ და ასევე "პარტნიორობა მდგრადი განვითარებას" მისაღწევად . დამეგობრებულმა ეკოკლუბელებმა ველოსიპედებით გაისეირნეს სოფელში.