გორის N1 სკოლის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის წიგნის მიხედვით გამოკითხვა ჩაატარა

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში მონაწილე გორის ნიკო კეცხოველის სახელობის # 1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, კეცხოველის წიგნის ,,არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია"-ს წაკითხვის და დამუშავების პარალელურად განიხილეს იდეა -ჩაეტარებინათ კვლევა არა მარტო გორის მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ რაიონის მასშტაბით კოწახურის გავრცელებასთან დაკავშირებით. 

თვითონ ბატონი ნიკო დიდ ყურადღებას აქცევდა აღნიშნული მცენარის გავრცელებას, მის სწორ მოხმარებას (იგულისხმება შეგროვება). ეკოკლუბის წევრებიც ამ საკითხით დაინტერესდნენ. კვლევის მიზნით ეკოკლუბის წევრებმა: 1.სკოლის მასშტაბით ( მოსწავლეები, მასწავლებლები, მეზობლები) ჩაატარეს გამოკითხვა; 2. გამოკითხვა ჩატარდა სამეურნეო ბაზრებზე; 3. კითხვარით მიმართეს სარაიონო ავტოსადგურის სხვადასხვა სოფლების მგზავრებს. 

კვლევის შედეგების მიხედვით ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა. კოწახურის ბუნებრივი გავრცელებით გამოირჩევა მხოლოდ ახალდაბა-ვარიანის ზონა და მდინარე ტანას და მდინარე ათრევას ხეობების აქა-იქ ლოკაციები.