15 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში გაიმართა შეხვედრა ორგანიზაცია CENN-ის სამეგრელო ზემო სვანეთის კოორდინატორ მაია კოდუასა და კეცხოველის სასკოლო პრემია-2019-ის მონაწილე სკოლებს შორის.
შეხვედრაზე, რომელსაც ხელმძღვანელებთან ერთად ეკოკლუბის წევრებიც ესწრებოდნენ, განიხილეს კონკურსის მიმდინარეობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. ქალბატონმა მაიამ მონაწილეებს აუხსნა კვლევის ჩატარების წესები. ასევე, ისაუბრეს გენდერულ საკითხებზე და დოკუმენტურ ფილმებზე, რომელიც შეეხება მდგრადი განვითარების მიზნებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ის სკოლები, რომელნიც დარეგისტრირებულნი არიან კონკურსზე, მგრამ ქულები არ აქვთ მიღებული და გააქტიურების სურვილი გამოთქვეს. რამდენიმე სკოლამ საუბრისას დაგეგმა თანამშრომლობითი აქტივობები. შეხვედრა ნაყოფიერი და ინფორმაციულად დატვირთული იყო.