მაკულატურის შეგროვება ბაღდათის სოფელ როკითის სკოლაში მოსწავლეებმა ტრადიციად აქციეს და თითოეული კლასი აქტიურად არის ჩართული პროცესში. ეკოკლუბის მოსწავლეებმა სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემოაწყვეს აქცია „ტყე შეუნახოთ შვილებსა“ მოწოდებებით „შევაგროვოთ მაკულატურა და გადავარჩინოთ ტყე“. ჩაატარეს სემინარი, ისაუბრეს მაკულატურის შეგროვების მნიშვნელობაზე, იმ საშიშროებებზე, რაც ტყის გაჩეხვით დედამიწას და მოსახლეობას ემუქრება.
ბავშვებმა სლოგანები მიაწერეს ფლირჩატზე და ერთმანეთს მოუწოდეს მაკულატურის შეგროვებისკენ. გააკეთეს და დაარიგეს ბუკლეტები. მოსწავლეები კარდაკარ დადიან და მეზობლებში აგროვებენ მაკულატურას. აღსანიშნავია, რომ წინა წელს შეგროვილი 550 კგ. მაკულატურით სკოლამ შეიძინა ახალი საინტერესო, სათავგადასავლო ლიტერატურა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ზღაპრის წიგნები.
სასკოლო აქტივობა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მეთხუთმეტე მიზნიდან. მიზანი.15. დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა.