გამოკითხვა: სოფელ შალაურის მოსახლეობის აზრით, ტყეები კერძო პირებზე არ უნდა გაიყიდოს

ტყეების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სოფელ შალაურის მოსახლეობაში თელავის N2 სკოლის ეკოკლუბის მიერ მოეწყო გამოკითხვა შემდეგ საკითხებზე: ვის საკუთრებაში უნდა იყოს ტყეები, მუნიციპალიტეტის თუ სათემო ანდა სახელმწიფო საკუთრებაში, სმენია თუ არა მოსახლეობას საოჯახო ან სათემო ტყეების შესახებ, როგორ უნდა იმართებოდეს ტყე, ვინ უნდა წყვეტდეს ტყეებთან დაკავშირებულ საკითხებს. 

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სოფელ შალაურის მოსახლეობას არ სმენია სათემო და საოჯახო ტყეების შესახებ და არ იციან მათ შემოგარენში არსებობს თუ არა ასეთი ტყეები, ხალხი ფიქრობს, რომ ტყეებს უნდა განკარგავდეს სახელმწიფო და არა კერძო პირი, ან მუნიციპლიტეტი ან სოფელი, რადგანაც მათი აზრით სახელმწიფო მეტად მოუფრთხილდება ტყეს, ვიდრე კერძო პირი.

მოსახლების აზრით, როდესაც კერძო პირს აქვს ტყე საკუთრებაში უფრო დააზიანებს გაჩეხავს ტყეს მეტი სარგებელის მიღების მიზნით, ან რაიმე შენობებს ააშენებს ამ ტერიტორიებზე, გაყიდის ხე მასალას და ამით ტყეებს ზიანი ადგება.

მოსახლეობის თქმით, ტერიტორიების დიდი ნაწილი გაყიდულია და ხეებს მასიურად ჭრიან, მოსახლეობს ესმის, რომ გარემოს დიდი ზიანი ადგება შეშის მოპოვებით, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ. მათი აზრით ეს საკითხები სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს, ტყეები უნდა გამოცხადდეს დაცულ ტერიორიებად, აიკრძალოს ხეების ჭრა და კანონით დაისაჯოს დამრღვევი.