ბოლნისის სოფელ დისველის სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019"-ში.

მოსწავლეებმა მოამზადეს ღონისძიება, სადაც მიწვეული იყვნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია კონკურსის შესახებ და მოუწოდეს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისკენ. 

დამსწრე საზოგადოებას მიმართა სკოლის დირექტორმა და ჯგუფის კურატორმა მასწავლებელმა. პატარებმა წარმოადგინეს გარემოს დაცვასათნ დაკავშირებული ღონისძიება. შეხვედრა იყო მეტად საინტერესო. ჯგუფის წევრები შეუდგნენ კონკურსისთვის მზადებას.