"ტოლერანტობის კვირეული" ზუგდიდში

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ ’’კაქტუსის’’ წევრებმა ქრისტინა ქვაჩახიამ და ანი მაქაცარიამ სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა, ზუგდიდის ეკოჰაბში ჩატარებულ ტრენინგში სახელწოდებით ’’ტოლერანტობის კვირეული’’ სადაც საუბარი იყო ბიომრავალფეროვნებაზე ასევე წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებსა და ფრივნელებზე. 

ბავშვებისთვის გასაგები გახდა თუ როგორ უნდა შეიქმნას ’’მწვანე ოფისი’’ და რა კრიტერიუმები უნდა იქნას გათვალისწინებული. ასევე ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ’’ეკო-ვიქტორინა’’. ტრენინგის ბოლოს მოხდა მწვანე მცენარეების გაცვლა.