გურჯაანის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდის წევრები შეხვდნენ სოფლის მოსახლეობას. გამოკითხეს 20-მდე ოჯახი სოფელში არსებული პრობლემების შესახებ. რესპონდენტთა უმრავლესობამ საჩივარი გამოთქვა სოფელში (კონკრეტულ უბნებში) გზების გაუმართაობასთან დაკავშირებით. მათვე აღნიშნეს, რომ სოფლის უბნების უმრავლესობა გაუნათებელი და ჩაბნელებულია.
ასევე მკვეთრად გამოიკვეთა პრობლემა სოფელში ნაგვის ურნების სიმცირესთან დაკავშირებით. მოსახლეობა წუხს, რომ სოფლის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ურნების სიმცირე, ან ზოგიერთ მონაკვეთში მათი არარსებობაა.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეკო-კლუბი გეგმავს მოაწყოს შეხვედრა ქალაქ გურჯაანის გამგეობის წევრებთან, წარუდგინოს არსებული ვითარება და დააყენოს საკითხი მათი გადაჭრის შესახებ.