ადიგენის სოფელ ლელოვნის სკოლის მოსწავლემ, მარიამ ბოჭორიშვილმა სამუშაო შეხვედრაზე დააყენა საკითხი სოფლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების შესახებ. მან ის ფოტო მასალა გააცნო ბავშვებს, რომელიც აღნიშნულ ადგილებზე ჰქონდა გადაღებული.
ლელოვნის განაპირას, სოფელ სამყრის დასაწყისში ფერდობზე შემორჩენილია ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ნანგრევი. მას არც ისტორიული ძეგლის წოდება აქვს, ვერც ტაძრად ფუნქციონირებს, თუმცა მოქეიფე სტუმრები ხშირად ჰყავს, რომელთაც ნარჩენების წაღება ავიწყდებათ.
ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა მორიგი დასუფთავების აქცია სწორედ ტაძრის მიმდებარედ გამართეს. მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა თანდათან მიხვდება რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მიმოფანტული ნაგვის რაოდენობაც შემცირდება.